ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება
10 მარტი 2017
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აჭარაში ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. გზის მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. ქობულეთის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანზიტო მიმოსვლას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობასაც. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს. მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.
ვებგვერდი იყენებს „მზა ჩანაწერებს“ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად. გთხოვთ, მონიშნოთ, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.
(ყოველთვის აქტიურია, საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისთვის და „მზა ჩანაწერებზე“ თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)
(აუცილებელია ფორმების გასაგზავნად)
(საჭიროა ენასთან, ტექსტის ზომასთან და კონტრასტთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის დასამახსოვრებლად)